ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზი, თავისი ადგილმდებარეობით, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილია თბილისში. სწორედ აქედან იშლება, თქვენს თვალწინ, დედაქალაქის ულამაზესი ხედები.
დარბაზის ინტერიერი უნივერსალურ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც 350-500 ადამიანს მასპინძლობს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით.
ღონისძიების დაგეგმვისას, მოგემსახურებათ პერსონალური ღონისძიების მენეჯერი, რომელიც დაგიგეგმავთ ღონისძიების სრულ პროგრამას, სწორი განრიგითა და თანმიმდევრობით. შეგირჩევთ შესაბამის მენიუს. დაგეხმარებათ მუსიკალური პროგრამისა თუ დარბაზის გაფორმების შერჩევაში. პასუხისმგებელი იქნება თქვენი ღონისძიების იდეალურად აღსრულებასა და წარმართვაში.