ჩელას შესახებ

ფუნიკულიორის კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებული, ტრადიციული ქართული რესტორანი  „ჩელა“,  საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სურს უგემრიელესი და უნიკალური ქართული კერძების დაგემოვნება. გემრიელ კერძებთან ერთად, დახვეწილია „ჩელას“ ინტერიერიც. სტუმრობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაბრძანდეთ, როგორც რესტორნის შიგნით, სადაც თქვენს მიერ შერჩეულ კერძებს მზარეულები თქვენს თვალწინ ამზადებენ, ასევე რესტორნის ტერასაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები დედაქალაქზე.

სამზარეულო: ტრადიციული ქართული
ადგილის რაოდენობა: 230
სამუშაო საათები: 13:00 – 00:00