კაფე ფუნიკულიორის შესახებ

ფუნიკულიორის კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებულ, პურ-ფუნთუშეულის კაფე „ფუნიკულიორის" ნათელ და ხალისიან სივრცეში მუდამ მადისაღმძვრელი, ტკბილი სუნი ტრიალებს. სწორედ აქ მზადდება საფირმო ცხელი "პონჩიკები", ყველა სახის ხაჭაპური და უგემრიელესი ტკბილეული. პურ-ფუნთუშეულთან ერთად, წარმოდგენილია ადგილზე მომზადებული სხვადასხვა სახეობის ნაყინი.

კაფე „ფუნიკულიორი“ გარშემორტყმულია ვრცელი ტერასით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი დედაქალაქზე.

სამზარეულო: საცხობი/საკონდიტრო
ადგილის რაოდენობა: 160
სამუშაო საათები: 12-00 – 23:00