მეტის ნახვა
ობიექტები

  • განახლებული სეზონური მენიუ ბრენდ-შეფ გიორგი სარაჯიშვილისგან რესტორან ფუნიკულიორში
    NEWS | 2019-06-24

    რესტორანში მოსულ სტუმარს, 27 წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდ-შეფი ტრადიციული ელემენტებით შენარჩუნებული, განახლებული სეზონური მენიუთი გიმასპინძლებთ.

    მეტის წაკითხვა
ფუნიკულიორის კომპლექსის შესახებ

ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. მას შემდეგ, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
შენობის პროექტი, ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით (თანაავტორი ა.ვალაბუევი).
კომპლექსი გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”.
ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ ქართულ რესტორან „ჩელას“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს". თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.

ელ-ფოსტა


წერილის თემა


წერილი