რესტორანი ფუნიკულიორის შესახებ

რესტორანი „ფუნიკულიორი“ პირველად 1938 წელს გაიხსნა და 80 წლიანი ისტორია აკავშირებს დედაქალაქთან.
განვლილი ოთხმოცი წლის მანძილზე რესტორანმა უმასპინძლა უამრავ საპატიო სტუმარს - ჯონ სტეინბეკს, რობერტ კაპას, ნილს ბორს, მარგარეტ თეტჩერს, ჯავაჰარლალ ნერუს, ინდირა განდის, ფიდელ კასტროს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, დავით ბააზოვს, გალაკტიონს…
ყოველმა სტუმარმა უნდა გამოსცადოს ჩვეულებად დამკვიდრებული რიტუალი - დატკბეს თბილისის მომაჯადოვებელი პანორამით რესტორნის ტერასიდან, შემდეგ მობრუნდეს დარბაზისკენ და ქართველი მხატვრის, კოკა იგნატოვის მიერ 1972 წელს დახატული ძველი თბილისი აღმოაჩინოს.
რესტორნის მთავარი ჩანაფიქრია, ქალაქის საუკეთესო სამზარეულოსა და დახვეწილი ინტერიერის გარდა, სტუმარი სიღრმისეულად აზიაროს ქალაქის ბრწყინვალე ხედებსა და ისტორიას.

სამზარეულო: თანამედროვე ქართული
ბრენდ-შეფი: გიორგი სარაჯიშვილი
ადგილის რაოდენობა:  250
დრეს კოდი: კლასიკური